ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
- მკურნალობის პროგრამების გაყიდვების ზრდა:
· ახალი საერთაშორისო პარტნიორებისა (B2B) და პაციენტების (B2C) მოზიდვა ყველა შესაძლო ინსტრუმენტის და არხის გამოყენებით, რაც კლინიკის მომსახურებების პოპულარიზაციასა და პროგრამების გაყიდვების ზრდას უზრუნველყოფს.
· პაციენტებისა და პარტნიორებისთვის მომსახურების პაკეტების შეთავაზება, პირობების დეტალური გაცნობა და მათი დაინტერესება კლინიკის სერვისებით.
· საერთაშორისო პარტნიორებისა და პაციენტების ნდობის მოპოვება და მათი ლოიალობის გაძლიერება, რაც კლინიკის შემოსავლების ზრდის საფუძველს წარმოადგენს.
- მარკეტინგულ საქმიანობაში ჩართულობა:
· კლინიკის მიერ ორგანიზებულ სემინარების კონფერენციების, გამოფენებისა თუ ვებინარების ორგანიზებაში ჩართულობა და მონაწილეობა.
· მიზნობრივ ქვეყნებში პოტენციური პაციენტებთან შეხვედრების ან/და ღონისძიებების ორგანიზება და მონაწილეობა.
- პარტნიორებთან და პაციენტებთან კომუნიკაცია:
· სააგენტოებთან, აგენტებთან და პაციენტებთან ურთიერთობის დამყარება და შეუფერხებელი კომუნიკაციის უზრუნველყოფა პროგრამების გაყიდვის პროცესში.
· საჭიროების შემთხვევაში, მკურნალობის პროცესში მყოფ პაციენტებთან კომუნიკაციის უზრუნველყოფა.
· ნეგატიური უკუკავშირის შემთხვევაში, პრობლემის იდენტიფიცირება, გამოსწორება და კეთილგანწყობის აღდგენა.
- ფინანსური ოპერაციების მონიტორინგი:
· ბილინგ მენეჯერთან ერთად მკურნალობის პაკეტების ან შეთანხმებული ინვოის(ებ)ის შექმნა და ჩარიცხვების მონიტორინგი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ინგლისური ენა – C1 ; აუცილებელია რეპროდუქციული მედიცინის კლინიკაში უშუალოდ გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება.