ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- სამშენებლო ობიექტზე სამუშაოების მართვა და მეთვალყურეობა;
- ყოველდღიური სამუშაოების დაგეგმვა, ზედამხედველობა და მართვა;
- ობიექტისთვის მატერიალური/ადამიანური რესურსების მოთხოვნა/გადანაწილება;
- სამუშაოებისთვის საჭირო დამხმარე მასალის შეკვეთის მომზადება;
- სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში წარმოშობილი ცვლილებების/დამატებების რეპორტების წარდგენა პროექტის მენეჯერისთვის;
- ობიექტზე დასაქმებულების/ქვეკონტრაქტორების ზედამხედველობა და მათ მიერ შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი;
- ობიექტზე მიმდინარე სამუშაოებზე პერიოდული რეპორტების წარდგენა მენეჯმენტისთვის;
- შესასრულებელი სამუშაოების ვადების კონტროლი;
- საწყობიდან გაცემული მასალის კონტროლი;
- უსაფრთხოების ოფიცერთან ერთად შრომის უსაფრთხოების წესების კონტროლი.
აუცილებელი მოთხოვნებია:
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა, განსაკუთრებით MS Excel;
- შრომის უსაფრთხოების წესების ცოდნა;
- საპროექტო და კონსტრუქციული ნახაზების წაკითხვის/ანალიზის უნარი;
- სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოების უნარი.
- სასურველია უმაღლესი ან პროფესიული ტექნიკური განათლება
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- MEP (Mechanical, Electrical, Plumbing) მიმართულებით მუშაობის გამოცდილება.