ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ბუღალტერიის სამსახურის ყოველდღიური ოპერაციებისა და აქტივობების ზედამხედველობა, მათი სიზუსტისა და შესაბამისი დოკუმენტირების უზრუნველყოფა;
- ყოველდღიური ფინანსური ტრანზაქციების სიზუსტითა და დროულად განხორციელების უზრუნველყოფა;
- ბუღალტერიის სამსახურის საქმიანობაში რისკების, შესაძლებლობების, შეუსაბამობებისა და გაუმჯობესებების სფეროები გამოვლენა და შესაბამისი საკითხების ინიცირება;
- ბუღალტრული ბაზის ყოველთვიური და ყოველწლიური დახურვის უზრუნველყოფა კომპანიაში დადგენილ ვადებში;
- საკანონმდებლო და საგადასახადო რეგულაციების შესაბამისად პროცესების გამართვა, რეგულარული ანგარიშგებების/დეკლარაციების დროულად და ხარისხიანად მომზადების უზრუნველყოფა;
- აუდიტორულ კომპანიასთან თანამშრომლობა ფინანსური ანგარიშგების შედგენის პროცესში კომპანიაში დადგენილი ვადებით და პერიოდულობით;
- საჭიროებების შესაბამისად სხვა მარეგულირებელ ორგანოებთან თანამშრომლობა;
- შერჩევითი და ყოველწლიური ინვენტარიზაციის მაღალი ხარისხით ჩატარების ორგანიზება, განხორციელება და შედეგების გამოყვანა, ბუღალტრული ასახვა, ანალიზი;
- ბუღალტრული ინფორმაციისა და დოკუმენტაციის შენახვა, დაარქივება და უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
- ERP-ის დანერგვისა და გაუმჯობესების პროცესში აქტიური მონაწილეობა;
- რთველის აღრიცხვიანობის პროცესში ჩართულობა და შესაბამისი ოპერაციების სიზუსტის უზრუნველყოფა;
- ბუღალტერიის თანამშრომლების მართვა (4 თანამშრომელი), მათი მხარდაჭერა ყოველდღიურ საქმიანობაში, შეფასება დადგენილი KPI-ების მიხედვით, მათ განვითარებასა და მოტივაციაზე ზრუნვა;
- კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაზიარებული სხვა ამოცანების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრაციის, ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით
- მთავარ ბუღალტრად ან/და მთავარი ბუღალტრის მოადგილედ მუშაობის მინ. 3 წლიანი გამოცდილება
- აუცილებელია გუნდის მართვის გამოცდილება
- წარმოების ბუღალტერიაში მუშაობის გამოცდილება
- სასურველია ERP ან მსგავს სისტემებთან მუშაობის, ან/და დანერგვის პროცესში მონაწილეობის გამოცდილება
- ინგლისური და რუსული ენის ცოდნა B2 დონეზე (სასურველია)
- Microsoft Office – მაღალ დონეზე ცოდნა
- საქართველოს საგადასახადო კოდექსის სრულყოფილად ცოდნა
- ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა
- ACCA