ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ბუღალტერიის სამსახურის ყოველდღიური ოპერაციებისა და აქტივობების ზედამხედველობა, მათი სიზუსტისა და შესაბამისი დოკუმენტირების უზრუნველყოფა;
  • ყოველდღიური ფინანსური ტრანზაქციების სიზუსტითა და დროულად განხორციელების უზრუნველყოფა;
  • ბუღალტერიის სამსახურის საქმიანობაში რისკების, შესაძლებლობების, შეუსაბამობებისა და გაუმჯობესებების სფეროები გამოვლენა და შესაბამისი საკითხების ინიცირება;
  • ბუღალტრული ბაზის ყოველთვიური და ყოველწლიური დახურვის უზრუნველყოფა კომპანიაში დადგენილ ვადებში;
  • საკანონმდებლო და საგადასახადო რეგულაციების შესაბამისად პროცესების გამართვა, რეგულარული ანგარიშგებების/დეკლარაციების დროულად და ხარისხიანად მომზადების უზრუნველყოფა;
  • აუდიტორულ კომპანიასთან თანამშრომლობა ფინანსური ანგარიშგების შედგენის პროცესში კომპანიაში დადგენილი ვადებით და პერიოდულობით;
  • საჭიროებების შესაბამისად სხვა მარეგულირებელ ორგანოებთან თანამშრომლობა;
  • შერჩევითი და ყოველწლიური ინვენტარიზაციის მაღალი ხარისხით ჩატარების ორგანიზება, განხორციელება და შედეგების გამოყვანა, ბუღალტრული ასახვა, ანალიზი;
  • ბუღალტრული ინფორმაციისა და დოკუმენტაციის შენახვა, დაარქივება და უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
  • ERP-ის დანერგვისა და გაუმჯობესების პროცესში აქტიური მონაწილეობა;
  • რთველის აღრიცხვიანობის პროცესში ჩართულობა და შესაბამისი ოპერაციების სიზუსტის უზრუნველყოფა;
  • ბუღალტერიის თანამშრომლების მართვა (4 თანამშრომელი), მათი მხარდაჭერა ყოველდღიურ საქმიანობაში, შეფასება დადგენილი KPI-ების მიხედვით, მათ განვითარებასა და მოტივაციაზე ზრუნვა;
  • კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაზიარებული სხვა ამოცანების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრაციის, ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით
  • მთავარ ბუღალტრად ან/და მთავარი ბუღალტრის მოადგილედ მუშაობის მინ. 3 წლიანი გამოცდილება
  • აუცილებელია გუნდის მართვის გამოცდილება
  • წარმოების ბუღალტერიაში მუშაობის გამოცდილება
  • სასურველია ERP ან მსგავს სისტემებთან მუშაობის, ან/და დანერგვის პროცესში მონაწილეობის გამოცდილება
  • ინგლისური და რუსული ენის ცოდნა B2 დონეზე (სასურველია)
  • Microsoft Office – მაღალ დონეზე ცოდნა
  • საქართველოს საგადასახადო კოდექსის სრულყოფილად ცოდნა
  • ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა
  • ACCA