HR ჯენერალისტის ფუნქცია-მოვალეობებია:
- შერჩევის სრული ციკლის მართვა;
- ადმინისტრირების პროცესის კონტროლი – პერსონალთან დაკავშირებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ – სამართლებრივი აქტების (ბრძანების), შრომითი ხელშეკრულებებისა და სხვა საჭირო დოკუმენტების მომზადება/შენახვა;
- თანამშრომელთა სამუშაო გრაფიკების შედგენა;
- სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმის წარმოება კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად;
- მინიმალური ანაზღაურების პორტალზე თანამშრომელთა ნამუშევარი დროის (მათ შორის ზეგანაკვეთურად და ღამის განმავლობაში ნამუშევარი საათები) აღრიცხვა;
- თანამშრომელთა დაქირავებულ პირთა რეესტრის (RS) პორტალზე დამატება და კონტროლი;
- ყოველთვიურად სახელფასო ცხრილის მომზადება;
- 1C ERP პროგრამაში თანამშრომელთა რეგისტრაცია და ადმინისტრაციული და სახელფასო ნაწილის მართვა ;
- სადაზღვევო კომპანიასთან თანამშრომლობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების ან სოციალური მეცნიერებების მიმართულებით);
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- საქართველოს შრომის კოდექსის ცოდნა;
- კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (MS Office).