სოციალური მედია მენეჯერის ფუნქცია-მოვალეობებია:
- სოციალური მედიის განვითარების სტრატეგიის შემუშავება და აღსრულება კომპანიის სტრატეგიულ მიზნებთან შესაბამისობაში;
- სოციალური არხებისთვის საინტერესო კონტენტის შექმნა, მართვა და მონიტორინგი;
- ქოფირაითინგი;
- Ads Manager-ის მართვა;
- მიზნობრივი აუდიტორიის შესწავლა, ანალიზი და შედეგების მიხედვით კამპანიების დაგეგმვა;
- ყოველდღიური ვიზუალური/ტექსტუალური კონტენტის მომზადება;
- ბრენდის ქვეშ გაერთიანებული ციფრული პლატფორმების მართვა (Facebook, Instagram, YouTube);
- მომხმარებელთან კომუნიკაცია;
- სფეროში არსებული ტრენდების გაცნობა და ყოველდღიურ საქმიანობაში ინტეგრირება;
- კომპანიის ვებ-გვერდის ფუნქციონალის გამართვა და დახვეწა;
- პარტნიორი ორგანიზაციების სოციალური მედიის აქტივობების მონიტორინგი;
- სოციალური არხების ანალიტიკა;
- შედეგების ყოველთვიური ანალიზი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- სოციალური მედია მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- სოციალური მედია პლატფორმების გამოყენების გამოცდილება (FB, Inst, Linkedin);
- გამართული და შემოქმედებითი წერის უნარი;
- ინგლისური ენის ცოდნა.