ძირითადი პასუხისმგებლობები:

  • კომერციული სამსახურის გამართული მუშაობის უზრუნველსაყოფად საქმიანი ურთიერთობების წარმოება ადგილობრივ და უცხოურ პარტიორებთან და მომწოდებლებთან;
  • სასაქონლო ჯგუფების მიხედვით პროდუქციის რეალიზაციის სტატისტიკური ანალიზის სისტემატური ანალიზი;
  • ახალი მომწოდებლების მოზიდვა და მოლაპარაკებების წარმოება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ;
  • საფასო პოლიტიკის კონტროლი; კონკურენტების ფასების კონტროლი;
  • ახალი პროდუქციის ხარისხის, მომწოდებლის ფასისა და სარეალიზაციო ფასის შემოწმება პროდუქციის გაყიდვაში მიღებამდე;
  • ყოველთვიური, სეზონური და სადღესასწაულო გაყიდვების დაგეგმვა;
  • სხვა სამსახურებთან თანამშრომლობის შედეგად მომხმარებელთა ახალი მოთხოვნების გამოვლენა/დამუშავება;
  • რთულად რეალიზებადი პროდუქციის გამოვლენა და გაყიდვების სტიმულირება;
  • საქონლის ნაშთების კონტროლი.

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ბიზნესის, ეკონომიკისა და ფინანსების სპეციალობით;
  • მსგავს  პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  •  უცხო ენების ფლობა (აუცილებელია);
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ფლობა.