საოპერაციო გუნდის უფროსის მოვალეობები:
- სასაწყობე ოპერაციების მართვა, რომელიც მოიცავს შემომავალ/გამავალ და პროდუქციის დაბრუნების პროცესებს;
- არსებული პროცედურების ანალიზი, ფიზიკური და სისტემური პროცესების რეგულარული მონიტორინგი და მათ სრულყოფაზე მუშაობა;
- სხვადასხვა დეპარტამენტებთან მჭიდრო თანამშრომლობა სასაწყობე პროცესების ეფექტურობის გაზრდის მიზნით;
- KPI-ების ყოველთვიური და წლიური შედეგების შესრულების უზრუნველყოფა, რომელიც მოიცავს ნაშთების სიზუსტეს, პროდუქტიულობის, ეფექტურობისა და მუშაობის სიზუსტის მაჩვენებლებს;
- კომპანიის საოპერაციო სისტემაში (SAP-ში) მუშაობა, საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი მონაცემების ამოღება და დამუშავება
- მიწოდების სუპერვაიზერების ყოველდღიური საქმინობის კონტროლი და შესრულებული სამუშაოს ხარისხის შეფასება;
- გუნდის მართვა და მის დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების განვითარებაზე ზრუნვა;
- ახალი პროცესებისა და პროცედურების ჩამოყალიბება, დოკუმენტური გაწერა და მათი დანერგვა კომპანიაში;
- კომპანიის საოპერაციო სისტემაში (SAP-ში) მუშაობა, საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი მონაცემების ამოღება და დამუშავება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების, ეკონომიკის ან სხვა ტექნიკური მიმართულებით);
- აუცილებელია მინმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება ლოგისტიკის სფეროში;
- მნიშვნელოვანია სასაწყობე პროცესებთან მუშაობის გამოცდილება;
- მნიშვნელოვანია გუნდის მართვის გამოცდილება;
- FMCG სექტორში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა;
- სასურველია რუსული ენის ცოდნა;
- Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
- სასურველია ERP სისტემასთან მუშაობის გამოცდილება;
- დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
- ანალიტიკური აზროვნება;
- მოლაპარაკების უნარი;
- შედეგზე ორიენტირებულობა.