ფუნქცია-მოვალეობები:
- ბიზნეს პროცესებში ჩართულობა და მხარდაჭერა სტრატეგიული გეგმების შემუშავებასა და განხორცილებაში;
- ადამიანური რესურსების მიმართულებით არსებული პროცედურებისა და ინსტრუქციების მიყოლა და მათი პერიოდული განახლება;
- კომპანიაში დანერგილი HR სოფტის მართვა/ადმინისტრირება- თანამშრომლების დაქირავების, დანიშვნის, როტაციის და კონტრაქტის შეწყვეტის პროცესების მართვა;
- კომპენსაციისა და ბენეფიტების სისტემის ადმინისტრირება- ყოველთვიურად ხელფასებისა და ბონუსების დათვლა, შესაბამისი დეპარტამენტებისგან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე;
- თანამშრომელთა მოტივაციაზე და განვითარებაზე ზრუნვა;
- ტალანტების მოძიებისა და შენარჩუნების გეგმის შემუშავება და განხორციელება;
- ტრენინგებისა და განვითარების გეგმის შემუშავება და ორგანიზება;
- HR ანალიტიკის განხორციელება;
- თანამშრომელთა სამუშაო დროის აღრიცხვის მოტიტორინგი;
- სამუშაოთი კმაყოფილების გაზრდა პრობლემების დაუყოვნებლად გადაჭრით, ახალი საბონუსე სისტემისა და ბენეფიტების გეგმის გამოყენებით და გუნდური საქმიანობის ორგანიზებით;
- სამუშაო პროცესების შრომით რეგულაციებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
- კომპანიის შინაგანაწესისა და თანამშრომელთა სამუშაო აღწერილობის შედგენა და საჭიროების შემთხვევაში პერიოდული განახლება;
- ახლად აყვანილი თანამშრომლების ინტეგრაციისათვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელება;
- ორგანიზაციაში ჯანსაღი და გუნდური გარემოს უზრუნველყოფა;
- ორგანიზაციის ყველა რგოლისთვის ინფორმაციის მიწოდება წერილობითი, ელექტრონული, სატელეფონო ფორმით ან/და პირადად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება (ბიზნეს ადმინისტრირება/ორგანიზაციული ფსიქოლოგია/ზოგადი მენეჯმენტი);
- ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება (მინ. 2 წელი)
- მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების MS Office -ის მაღალ დონეზე ცოდნა;
- ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
- ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა.