ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების შესრულება, პირველადი დოკუმენტების დამუშავება: ზედნადებების, ანგარიშფაქტურების და ა.შ. გატარება/გამოწერა/მიღება ბუღალტრულ პროგრამაში
  • საგადასახადო და მარეგულირებელი მოთხოვნების დაცვა
  • ვალდებულებების (დებიტორ/კრედიტორები)  მართვა და ანგარიშსწორება 
  • შიდა კონტროლი და აუდიტის მხარდაჭერა, დოკუმენტაციის კონტროლი (ყოველდღიური ფინანსური პროცესების მონიტორინგი, დოკუმენტაციის დაცვა და სწორი შენახვა, ასევე აუდიტორების საჭირო ინფორმაციის მიწოდება ორგანიზაციის შიდა კონტროლის სისტემის ფარგლებში)
  • ფინანსური ანგარიშგება და მოკლევადიანი ფინანსური დაგეგმარება
  • ანალიტიკა და გრძელვადიანი ფინანსური დაგეგმარება, პროგნოზირება
  • საბუღალტრო სისტემებისა და ტექნოლოგიების მართვა
  • საბანკო ოპერაციები, სალარო ტრაზაქციები და ფულადი ნაშთების კონტროლი
  • შემოსავლების სამსახურის სისტემასთან (RS.GE) მუშაობა და საჭირო ინფორმაციის პროცესირება
  • მარაგებისა და ძირითადი საშუალებების აღრიცხვა, შეფასება და კონტროლი;
  • ხელფასების გათვლა და უწყისების წარმოება
  • საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული გადასახადების დაანგარიშება და გადასახდელი გადასახადების შესახებ ინფორმაციის დროული მომზადება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი ბუღალტერიაში, ფინანსებში, ეკონომიკაში ან ბიზნესის ადმინისტრირებაში
  • საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცოდნა
  • საბუღალტრო პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება 
  • საგადასახადო და საბანკო ონლაინ პლატფორმების გამოყენების უნარი